ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში.

დაიწყეთ აკრეფა და დააჭირეთ Enter-ს


სიახლეები

23 აპრილი, 2026

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საზოგადო მოღვაწეთა პირადი არქივების საცავს ივანე ჯავახიშვილის სახელი მიენიჭა

23 აპრილს, დიდი ქართველი მეცნიერის – ივანე ჯავახიშვილის დაბადების დღეს, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საზოგადო მოღვაწეთა პირადი არქივების საცავს მიენიჭა მისი სახელი.

აღნიშნული გადაწყვეტილება განსაკუთრებულ სიმბოლურ დატვირთვას ატარებს. მისი დაბადებიდან 150 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სივრცე, სადაც თავმოყრილია საზოგადო მოღვაწეთა პირადი არქივები: წერილები, ჩანაწერები, დოკუმენტები და სხვა უნიკალური მასალები ამიერიდან მისი სახელობის იქნება.

ეს ფაქტი კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ივანე ჯავახიშვილის განუზომელ წვლილს ქართული მეცნიერების, ისტორიოგრაფიისა და ეროვნული ცნობიერების ჩამოყალიბებაში.